Tuesday 2 March 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 7 days ago

ოპოზიციონერი ლიდერები ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში იკრიბებიან

ოპოზიციის ლიდერები საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციაში იკრიბებიან. შეხვედრაზე უკვე მივიდნენ ნაციონალური მოძრაობიდან სალომე სამადაშვილი და თინაა ბოკუჩავა. შეხვედრა რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. კონკრეტულად რომელი პარტიების წარმომადგენლები დაესწრებიან და იქნებიან თუ არა შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლები, უცნობია. შეხვედრა ელჩის რეზიდენციაში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ჩაინიშნა. ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, დილას, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება. შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება. საპოლიციო ძალები ნაციონალური მოძრაობის ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კონსტიტუციური წესრიგი სწრაფად აღდგეს.


Latest News
Hashtags:   

ოპოზიციონერი

 | 

ლიდერები

 | 

ევროკავშირის

 | 

ელჩის

 | 

რეზიდენციაში

 | 

იკრიბებიან

 | 

Sources