Tuesday 2 March 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
info9 - 7 days ago

მეთიუ ბრაიზა : ნიკა მელიას დაპატიმრება და უდიდესი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შტაბის დარბევა ქართული დემოკრატიის ისტორიაში ბნელი დღეა

წინსვლისკენ ერთადერთი უსაფრთხო გზაა, განახლდეს მძიმე სამუშაო დემოკრატიული ინსტიტუტების აღსადგენად, შემდგომი საარჩევნო რეფორმების შემუშავებითა და ახალი არჩევნების ჩატარებით, რაც ქართველი ხალხის რწმენას მოიპოვებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ ინტერპრესნიუსთან განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების თაობაზე და აღნიშნა, რომ ეს ქართული დემოკრატიისთვის ბნელი დღეა .

ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრება და საქართველოს უდიდესი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შტაბის დარბევა ქართული დემოკრატიის ისტორიაში ბნელი დღეა. ეს კონფრონტაციული ნაბიჯი კიდევ უფრო საზიანოა, ვიდრე გასულ კვირას მთავრობის გადაწყვეტილება მელიასთვის საპარლამენტო იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე, რაც მისთვის სათანადო სამართლებრივი პროცედურის ფუნდამენტური უფლების ჩამორთმევას ნიშნავდა.


Latest News
Hashtags:   

მეთიუ

 | 

ბრაიზა

 | 

მელიას

 | 

დაპატიმრება

 | 

უდიდესი

 | 

ოპოზიციური

 | 

პოლიტიკური

 | 

პარტიის

 | 

შტაბის

 | 

დარბევა

 | 

ქართული

 | 

დემოკრატიის

 | 

ისტორიაში

 | 

ბნელი

 | 

Sources