Sunday 7 March 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
info9 - 12 days ago

გიგი უგულავა: მერობის დროს მეც მქონდა სისუსტე, რომ კარვები ქალაქს ამახინჯებდა, მერე მივხვდი, ქარის წისქვილებს ვებრძოდი

მერობის დროს მეც მქონდა სისუსტე, რომ კარვები ქალაქს ამახინჯებდა, მერე მივხვდი, ქარის წისქვილებს ვებრძოდი, – ამის შესახებ ევროპული საქართველოს წევრმა, გიგი უგულავამ პარლამენტის შენობასთან აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მინდა, ქედი მოვიხარო ჩემი მეგობრების მიმართ, რომლებიც სამ თვეზე მეტია, ყოველდღიურად იბრძვიან, თან რისთვის იბრძვიან კარვისთვის, რომ კარავში ისხდნენ. რა არის კარავი, ცოდვა გამხელილი სჯობს, თავის დროზე, როცა მერი ვიყავი, ეგ სისუსტე მეც მქონდა. რაღაც მომენტში მეც მივხვდი, რომ უბრალოდ ქარის წისქვილებს ვებრძოდი. სისულელეა, ამახინჯებს ქალაქს, გასავლელი არ არის, ბიგ-ბენის გვერდზე დგას უამრავი ასეთი კარავი და არამგონია, იქ რამე მახინჯდებოდეს.

ამიტომ მე ჩვენს მეგობრებთან ერთად, ვაპირებ დავრჩე, რადგან თავდასხმის საფრთხე ამ უგუნურებისგან ძალიან დიდია. დაიწყება მორიგეობა და ყველ პოლიტიკური ლიდერი, შეძლებისდაგვარად ჩაერთვება ამ ფერხულში. იმედი მაქვს, ბევრი თქვენგანიც. დღეს კრიტიკული ღამეა, როგორც კი ხალხი შემცირდება, შეიძლება ღამე ტურებივით მოგვეპარონ და ფეხქვეშ გათელონ კონსტიტუცია , – განაცხადა გიგი უგულავამ.


Latest News
Hashtags:   

უგულავა

 | 

მერობის

 | 

მქონდა

 | 

სისუსტე

 | 

კარვები

 | 

ქალაქს

 | 

ამახინჯებდა

 | 

მივხვდი

 | 

ქარის

 | 

წისქვილებს

 | 

ვებრძოდი

 | 

Sources