Sunday 7 March 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
info9 - 12 days ago

სოზარ სუბარი: ყველამ დაინახა, რომ ჩვენ გვაქვს შემდგარი სახელმწიფო და კანონს წინ ვერავინ დაუდგება

ყველამ დაინახა, რომ ჩვენ გვაქვს შემდგარი სახელმწიფო და კანონს წინ ვერავინ დაუდგება, - ამის შესახებ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

რა თქმა უნდა, ნიკა მელიას დაკავებას მოჰყვა ზიანი, თუმცა სასწორის მეორე მხარეს იდო სულ სხვა ღირებულება - არა რაღაც დროებითი ზიანი, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის საფრთხე, რომლისკენაც მიდიოდა ნაციონალური მოძრაობა და მის გარშემო შეკრებილი ოპოზიცია. ეს საფრთხე თავიდან აცილებულია. ყველამ დაინახა, რომ ჩვენ გვაქვს შემდგარი სახელმწიფო და კანონს წინ ვერავინ დაუდგება , - განაცხადა სუბარმა.

დღეს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.

ნიკა მელიას ედავებიან ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას. საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. მაშინ აქციაზე ნიკა მელიამ იქ შეკრებილ ადამიანებს მიმართა, რომ მათი ადგილი პარლამენტს გარეთ არ იყო და ისინი პარლამენტის შენობაში უნდა ყოფილიყვნენ. ამის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და იქ შეკრებილები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.


Latest News
Hashtags:   

სოზარ

 | 

სუბარი

 | 

ყველამ

 | 

დაინახა

 | 

გვაქვს

 | 

შემდგარი

 | 

სახელმწიფო

 | 

კანონს

 | 

ვერავინ

 | 

დაუდგება

 | 

Sources