Sunday 7 March 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 12 days ago

კინზინგერი მელიას დაკავებაზე: მთავრობის სულელური ნაბიჯია, სამწუხარო დღეა დემოკრატიისთვის

უკიდურესად სულელური ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, გადადგმული ლეგიტიმური პარტიის წინააღმდეგ. სამწუხარო დღეა დღეს ქართული დემოკრატიისთვის - ასე ეხმაურება შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ილინოისის შტატიდან, ადამ კინზინგერი.  საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა აშშ-ის კონგრესში 11 თებერვალს საქართველოს მხარდამჭერი აქტი წარადგინეს.  დოკუმენტი ადასტურებს აშშ-ის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და აღიარებს ამ ქვეყნის ერთგულებას დემოკრატიული ფასეულობებისადმი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩათვლით. აქტის თანახმად, აშშ ადასტურებს, რომ წინააღმდეგია რეგიონში რუსეთის აგრესიისა. 23 თებერვლის დილას, როდესაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისზე პოლიციას შტურმი მიჰქონდა ნიკა მელიას დასაკავებლად, ადამ კინგზინგერი ერთ-ერთი პირველი იყო საერთაშორისო საზოგადოებიდან, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს მხარდამჭერი აქტი მეორე მხარის პასუხისმგებლობასაც გულისხმობს და ავტომატური არ არის მისი პირობები.  საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მეორე გამოხმაურებისას კინგზინგერმა ამერიკის საელჩოს პოზიცია გაიზიარა, სადაცნათქვამია, რომ დღევანდელი დღით საქართველომ უკან გადადგა ნაბიჯი ევროატლანტიკური სივრცისკენ მიმავალ გზაზე.  ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია დილას, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება. გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქცია დანიშნა კანცელარიასთან დღის 3 საათზე. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მელიამ თავისი თავი თვითონ დაიკავა და მადლობა გადაუხადა შს მინისტრს ჩატარებული სპეცოპერაციისთვის. ნიკა მელიას დაკავების შემდეგ განცხადება გაავრცელეს საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც დაგმეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ნიკა მელიას დაკავების შესახებ.  


Latest News
Hashtags:   

კინზინგერი

 | 

მელიას

 | 

დაკავებაზე

 | 

მთავრობის

 | 

სულელური

 | 

ნაბიჯია

 | 

სამწუხარო

 | 

დემოკრატიისთვის

 | 

Sources