Sunday 7 March 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
info9 - 12 days ago

ანდრიუს კუბილიუსი: ორივე მხარემ უნდა გაიაზროს, რატომ სწირავენ ქვეყნის მომავალს თავიანთ უპასუხისმგებლო საქციელს

საქართველოს მომავალი არც ისე ოპტიმისტურია, როგორც ეს ადრე იყო. ამ პროცესებით გახარებული მხოლოდ მოსკოვია. მნიშვნელოვანია, რომ ამას ქართული პოლიტიკური ელიტა ხვდებოდეს, - ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა ტვ ფორმულას ეთერში განაცხადა.

გაბრაზებული ვარ. გაბრაზებული ვარ ხელისუფლებაზეც და ოპოზიციაზეც. რა თქმა უნდა, ამ პროცესებზე პასუხისმგებლობა მთავრობას აკისრია, მაგრამ ორივე მხარე სტრატეგიულ პასუხისმგებლობებს არ ითვალისწინებს. საქართველოს მომავალი არც ისე ოპტიმისტურია, როგორც ეს ადრე იყო. ამ პროცესებით გახარებული მხოლოდ მოსკოვია. მნიშვნელოვანია, რომ ამას ქართული პოლიტიკური ელიტა ხვდებოდეს. ორივე მხარემ უნდა გაიაზროს, რატომ სწირავენ ქვეყნის მომავალს თავიანთ უპასუხისმგებლო საქციელს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ დასავლეთისთვისაც მნიშვნელოვანია. როდესაც ვხედავთ, თუ რამდენად ადვილად შეიძლება ეს შესაძლებლობა დაიკარგოს, ძალიან სამწუხაროა , - განაცხადა კუბილიუსმა.


Latest News
Hashtags:   

ანდრიუს

 | 

კუბილიუსი

 | 

ორივე

 | 

მხარემ

 | 

გაიაზროს

 | 

რატომ

 | 

სწირავენ

 | 

ქვეყნის

 | 

მომავალს

 | 

თავიანთ

 | 

უპასუხისმგებლო

 | 

საქციელს

 | 

Sources