Sunday 7 March 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
info9 - 12 days ago

სოზარ სუბარი - ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ავიწყდებათ, რომ კანონი უზენაესია, მას ყველა უნდა დაემორჩილოს

ჩვენი ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ავიწყდებათ, რომ კანონი უზენაესია და მას ყველა უნდა დაემორჩილოს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ძალადობა და კანონის უგულებელყოფა გამორიცხულია.

ხელისუფლების მიმართ მოწოდებები, რომ არ აღესრულებინათ სასამართლოს გადაწყვეტილება, არის დაუშვებელი. გუშინწინ აღვნიშნეთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლისთავი, სადაც 78-ე მუხლი ამბობს, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი, ხოლო 79-ე მუხლში პირდაპირ წერია – არც აღმასრულებელ, არც საკანონმდებლო და არც ადმინისტრაციულ ორგანოებს არ აქვთ უფლება, შეცვალონ სასამართლოს გადაწყვეტილება ან არ შეასრულონ.


Latest News
Hashtags:   

სოზარ

 | 

სუბარი

 | 

ოპოზიციის

 | 

ზოგიერთ

 | 

წარმომადგენელსა

 | 

არასამთავრობო

 | 

ორგანიზაციებს

 | 

ავიწყდებათ

 | 

კანონი

 | 

უზენაესია

 | 

ყველა

 | 

დაემორჩილოს

 | 

Sources