Tuesday 2 March 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
info9 - 7 days ago

ანრი ოხანაშვილი: დღეს ვნახეთ კანონის აღსრულების ღონისძიება დემოკრატიული სტანდარტით, ევროპული და ამერიკული სტანდარტების დაცვით

ჩვენ დღეს ვნახეთ კანონის აღსრულების ღონისძიება დემოკრატიული სტანდარტით, ევროპული და ამერიკული სტანდარტების დაცვით, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა რუსთავი 2 -ის ეთერში ნიკა მელიას დაკავების შემდეგ განაცხადა.

თქვენ დღეს ნახეთ მოზომილად, თავშეკავებით და მაქსიმალურად პროპორციული ღონისძიების გამოყენებით ისე რომ, არცერთი ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნოდა. ჩვენ ყველამ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ კანონის აღსრულების ღონისძიება ევროპული და ამერიკული სტანდარტით , - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლება არავის მისცემს უფლებას, რომ კანონზე მაღლა დადგეს.

რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, რა თქმა უნდა, აშშ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან შეწუხებული იმ პოლარიზაციით, რაც დღეს საქართველოშია. რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ ვინმეს სურს ის მოცემულობა, რასაც ცდილობენ ექსტრემისტული და რადიკალური ჯგუფები. რა თქმა უნდა, აქ არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ მაქსიმალური სიფრთხილით ვიმოქმედოთ და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. არავის მივცემთ უფლებას, რომ კანონზე მაღლა დააყენოს თავი , - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.


Latest News
Hashtags:   

ოხანაშვილი

 | 

ვნახეთ

 | 

კანონის

 | 

აღსრულების

 | 

ღონისძიება

 | 

დემოკრატიული

 | 

სტანდარტით

 | 

ევროპული

 | 

ამერიკული

 | 

სტანდარტების

 | 

დაცვით

 | 

Sources