Sunday 7 March 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 12 days ago

აქციის მონაწილეები პარლამენტთან კარვებს შლიან

საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებმაც მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს, კარვებს შლიან. ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, პარლამენტის წინ კარვების რაოდენობა კიდევ გაიზრდება: „აქ გაიზრდება როგორც კარვების, ისე ადამიანების რაოდენობა. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება და ყველას ხელისუფლებასა და შსს-ში, მინდა ვუთხრა, რომ ამის უფლება მოქალაქეებს აქვთ და საკუთარი გამოცდილებით მინდა ვუთხრა მათ, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, რომ მოეშვით ქარის წისქვილებთან ბრძოლას“. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიებმა მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართეს. მომდევნო საპროტესტო აქცია მსვლელობა 26 თებერვლას დაანონსდა. მანამდე, სამოქალაქო აქტივისტებისა და აქციის მონაწილეების თქმით, პარლამენტის წინ კარვები გაიშლება.


Latest News
Hashtags:   

აქციის

 | 

მონაწილეები

 | 

პარლამენტთან

 | 

კარვებს

 | 

შლიან

 | 

Sources