Tuesday 2 March 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
info9 - 7 days ago

მამუკა ხაზარაძე : მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოუშვან პოლიტიკური პატიმრები, სასწრაფოდ დანიშნონ რიგგარეშე არჩევნები და დაე, ქართველმა ხალხმა გააკეთოს არჩევანი

მოგიწოდებთ ყველას განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, დღეს ჩვენ, მთელი საქართველო უნდა გავერთიანდეთ დემოკრატიის და თავისუფლების გადასარჩენად,- ამის შესახებ ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველო კრიტიკულ მომენტში იმყოფება.

ბოლო წლებია ვუყურებთ, როგორ მიდის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუციების მოგუდვა. სასამართლოს, პროკურატურის, თავისუფალი სიტყვის ჯიბეში ჩადება. დღეს გავრილოვის თემაზე აპატიმრებენ ოპოზიციური პარტიის ლიდერს 40 ათასი ლარის გამო, როცა ამ შენობაში ბიუჯეტიდან მილიონებს იპარავენ და ამას შეცდომას ეძახიან. ჩვენ გვიან გამოვფხიზლდით, მაგრამ თუ გამოვფხიზლდით, უკან დახევა არ იქნება არც ერთი ნაბიჯით, იმიტომ, რომ შეიძლება გავიღვიძოთ საბჭოთა კავშირში.


Latest News
Hashtags:   

მამუკა

 | 

ხაზარაძე

 | 

მოვუწოდებ

 | 

ხელისუფლებას

 | 

გამოუშვან

 | 

პოლიტიკური

 | 

პატიმრები

 | 

სასწრაფოდ

 | 

დანიშნონ

 | 

რიგგარეშე

 | 

არჩევნები

 | 

ქართველმა

 | 

ხალხმა

 | 

გააკეთოს

 | 

არჩევანი

 | 

Sources