Tuesday 2 March 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 8 days ago

ერევანში ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე ათეულობით პირი დააკავეს

სომხეთის დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციაზე 23 თებერვალს 60 ადამიანი დააკავეს. დემონსტრანტები დილიდან შეიკრიბნენ სამთავრობო უბანში და მოითხოვდნენ პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადაგომას. პოლიციის რაზმმა ალყა შემოარტყა შენობებს და დააკავა განსაკუთრებით აქტიური პირები. საღამოსთვის ოპოზიცია გეგმავს მსვლელობას პოლიციის და გენპროკურატურის  შენობებთან. ადრე, „მოძრაობა სამშობლოს გადასარჩენად“ კოორდინატორმა, იშხან საგატელიანმა განაცხადა, რომ ოპოზიცია გეგმავს ყოველდღე გამართოს აქციები ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით.  ლიდერებმა მოძრაობისა, რომელშიც 17 ოპოზიციური პარტია შედის, აღნიშნეს, რომ ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება.  „მოძრაობამ მამულის გადარჩენისთვის“ 22 თებერვალს ერევანში ორ საათიანი მსვლელობა გამართა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით. მსვლელობისას მისი მონაწილეები მივიდნენ პრეზიდენტის რეზიდენციასთან მათ მოითხოვეს, რომ პრეზიდენტმა, არმენ სარგსიანმა, არ მოაწეროს ხელი დოკუმენტებს, რომლებიც მთავრობის ინიციატივით არის შექმნილი.    ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მთავრობას ადანაშაულებენ მთიანი ყარაბაღისთვის ომში დამარცხებაში.


Latest News
Hashtags:   

ერევანში

 | 

ოპოზიციის

 | 

საპროტესტო

 | 

აქციაზე

 | 

ათეულობით

 | 

დააკავეს

 | 

Sources