Tuesday 2 March 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
info9 - 8 days ago

გიორგი კვირიკაშვილი : ხელისუფლებას აქვს რთული არჩევანი, მოკლე დროში გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა მელია

იმ მოცემულობაში, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, ხელისუფლებას აქვს რთული არჩევანი, მაქსიმალურად მოკლე დროში გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა მელია, შემდეგ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და მოძებნოს ის გამოსავალი, რომელიც ქვეყანას თავიდან ააცილებს ურთულეს კონფრონტაციულ სპირალში შესვლას, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც კვირიკაშვილი ფეისბუქის გვერდზე წერს, ზემოთქმულის ალტერნატივა უდაოდ იქნება მნიშვნელოვანი უკუსვლა და გადახვევა იმ ტრაექტორიიდან, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანს - საქართველომ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი დემოკრატიულ დასავლურ ქვეყანათა ოჯახში.


Latest News
Hashtags:   

გიორგი

 | 

კვირიკაშვილი

 | 

ხელისუფლებას

 | 

რთული

 | 

არჩევანი

 | 

მოკლე

 | 

დროში

 | 

გამონახოს

 | 

იურიდიული

 | 

ინსტრუმენტები

 | 

პატიმრობიდან

 | 

გაათავისუფლოს

 | 

მელია

 | 

Sources