Sunday 7 March 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
info9 - 12 days ago

ნინო ლომჯარია - ნიკა მელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამ წუთის მდგომარებით მოპყრობასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ წუთის მდგომარეობით მოპყრობასთან დაკავშირებით მას პრეტენზიები არ გააჩნია. ამის შესახებ სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს ნაციონალური მოძრაობის ოფისში განუცხადა, სადაც ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება.

ნიკა მელია უკვე მოინახულა ჩემმა წარმომადგენელმა და მეც ვაპირებ, რომ მოვინახულო. ცოტა ხნის წინ მაცნობეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ წუთის მდგომარებით მოპყრობასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს, თუმცა მეც შევხვდები და გავესაუბრები , განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


Latest News
Hashtags:   

ლომჯარია

 | 

მელიას

 | 

ჯანმრთელობის

 | 

მდგომარეობა

 | 

დამაკმაყოფილებელია

 | 

წუთის

 | 

მდგომარებით

 | 

მოპყრობასთან

 | 

დაკავშირებით

 | 

პრეტენზიები

 | 

Sources