Sunday 7 March 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 12 days ago

NHL და კლუბი აცხადებენ, რომ რუსი ჰოკეისტი, რომელიც ნავალნის მიემხრო, „დაშინების ტაქტიკის“ სამიზნეა

ჩრდილოეთი ამერიკის ჰოკეის ეროვნული ლიგა (NHL) და კლუბი „ნიუ-იორკ რეინჯერსი“ მხარდაჭერას უცხადებენ რუს ჰოკეისტს, კლუბის თავდამსხმელს, არტემი პანარინს მას მერე, რაც მისმა ყოფილმა მწვრთნელმა რუსეთში ჰოკეისტი დაადანაშაულა ქალის გალახვაში. კლუბი აცხადებს, რომ პანარინის მისამართით გამოთქმული მტკიცება „დაშინების ტაქტიკაა“ სპორტსმენის გამონათქვამის გამო ამასწინანდელ პოლიტიკური მოვლენების დროს.   კლუბმა განაცხადა, რომ 29 წლის პანარინს დაასვენებენ ამ ამბების ფონზე. პანარინმა, რომელსაც ადრე რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გამოთქმული აქვს კრიტიკა, „კატეგორიულად უარყო  ბრალდება და მათ შეთითხნილი უწოდა. ამბის წყაროა ანდრეი ნაზაროვი, რომელი ცოტა ხნით იყო პანარინის მწვრთნელი. მან გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდას“ უამბო 20 თებერვალს გამოქვეყნებულ მასალაში, რომ პანარინმა 2011 წელს, ქალი გალახა რიგაში, სასტუმროს ბარში, თამაშის მერე. ნაზაროვის თქმით, ის ამას ჰყვება, რადგან არ ეთანხმება პანარინის მხრიდან რუსეთის მთავრობის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას. გასულ თვეში პანარინმა სოციალურ მედიაში მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთში დაპატიმრებულ ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის.


Latest News
Hashtags:   

კლუბი

 | 

აცხადებენ

 | 

ჰოკეისტი

 | 

რომელიც

 | 

ნავალნის

 | 

მიემხრო

 | 

„დაშინების

 | 

ტაქტიკის“

 | 

სამიზნეა

 | 

Sources