Tuesday 2 March 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 8 days ago

აშშ-მა კიდევ ორ ბირმელ (მიანმარი) გენერალს დაუწესა სანქციები, გადატრიალების მეთაურებზე ზეწოლა იზრდება

აშშ-მა 22 თებერვალს კიდევ ორ ბირმელ (მიანმარი) გენერალს დაუწესა სანქციები, რომლებიც დაკავშირებული არიან ამ ქვეყანაში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალებასთან და გამოთქვა გაფრთხილება, რომ შემგომ ზომებს მიიღებს მათ მიმართ, ვინც საპროტესტო გამოსვლების წინააღმდეგ ძალას იხმარს. ახალი სანქციების ძალით ორ გენერალს აეკრძალა აშშ-ში შესვლა და გაიყინა მათი აქტივები აშშ-ში. აშშ-მა უკვე დაუწესა სანქციები 10 მოქმედ და ყოფილ მაღალი რანგის პირს ამ ქვეყანაში და სამ ორგანიზაციას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ არ შეიკავებს თავს და მიმართავს შემგომ ნაბიჯებს მათ წინააღმდეგ, ვინც მიმართავს ძალადობას და ახშობს ხალხის ნებას. ბლინკენი ცალკე განცხადებაში მოუწოდებს ბირმის სამხედროებს და პოლიციას და შეწყვიტონ ყოველგვარი თავდასხმები მშვიდობიან დემონსტრანტებზე და გაათავისუფლონ ყველა უსამართლოდ დაკავებული პირი.   ეს განცხადება მოჰყვა ევროკავშირის მიერ გავრცელებულ ცნობას, რომ აპირებს სანქციები დაუწესოს სხვათა შორის ფირმებს, რომლებსაც ბირმელი სამხედროები ფლობენ. ბირმაში 22 თებერვალს საყოველთაო გაფიცვა იყო გამოცხადებული. 23 თებერვლისთვის კვლავ დაგეგმილი იყო საპროტესტო გამოსვლები ხელისუფლების მოწოდების მიუხედავად, შეწყდეს დემონსტრაციები.


Latest News
Hashtags:   

კიდევ

 | 

ბირმელ

 | 

მიანმარი

 | 

გენერალს

 | 

დაუწესა

 | 

სანქციები

 | 

გადატრიალების

 | 

მეთაურებზე

 | 

ზეწოლა

 | 

იზრდება

 | 

Sources