Sunday 7 March 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
info9 - 12 days ago

ჯეიმს აპატურაი : ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, დიდი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს

კავკასიის საკითხებში ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ ნიკა მელიას დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს.

პოლიტიკურ საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე შესაბამის განცხადებას ფეისბუქში ავრცელებს.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. დიდი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს. ნატო ელოდება, რომ საქართველო, როგორც ახლო პარტნიორი და ასპირანტი, შეინარჩუნებს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა შესრულებასა და შენარჩუნებაზე აქტიურად იმუშავა. ეს მოიცავს პოლიტიკური უთანხმოებების მოგვარებას დიალოგის გზით და პოლარიზებული რიტორიკისა და ქმედებების თავიდან აცილებას , – წერს აპატურაი.


Latest News
Hashtags:   

ჯეიმს

 | 

აპატურაი

 | 

ყურადღებით

 | 

ვაკვირდებით

 | 

საქართველოში

 | 

განვითარებულ

 | 

მოვლენებს

 | 

ოპოზიციური

 | 

პარტიის

 | 

ხელმძღვანელის

 | 

დაკავება

 | 

შეშფოთებას

 | 

იწვევს

 | 

Sources