Tuesday 2 March 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
info9 - 8 days ago

მიხეილ ჯანელიძე - ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის ხელახალი არჩევნები! - ერთმანეთზე ძალის დემონსტრირება არის სირცხვილი და დამღუპველი

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი სწორი ნაბიჯი ხელახალი არჩევნებია. ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძე სოციალურ ქსელში წერს.

ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის ხელახალი არჩევნები! ერთმანეთზე ძალის დემონსტრირება არის სირცხვილი და დამღუპველი. გვეყო ერთ წრეზე სიარული, სადაც მიგვიყვანა ყველა კარგად ვხედავთ ,- წერს ჯანელიძე.

ცნობისთვის, სამართლდამცავებმა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.


Latest News
Hashtags:   

მიხეილ

 | 

ჯანელიძე

 | 

ერთადერთი

 | 

სწორი

 | 

ნაბიჯი

 | 

ხელახალი

 | 

არჩევნები

 | 

ერთმანეთზე

 | 

ძალის

 | 

დემონსტრირება

 | 

სირცხვილი

 | 

დამღუპველი

 | 

Sources