Tuesday 2 March 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
info9 - 8 days ago

მიხეილ სააკაშვილი : ივანიშვილის სპეცრაზმი მივა ყველა ლიდერთან, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო გადაარჩინოს სასოწარკვეთის, უბედურების, სიღატაკის ამ მძიმე ხვედრს

ივანიშვილის სპეცრაზმი მივა ყველგან და ყველა ლიდერთან, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო გადაარჩინოს სასოწარკვეთის, უბედურების, სიღატაკის ამ მძიმე ხვედრს, - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას.

მისივე თქმით, ამ სიტუაციიდან გამოსავალი გამარჯვებამდე ბრძოლაა.

საქართველოს ისტორიაში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში არასდროს მომხდარა ის, რომ ასეთი სახით, ბრუტალურად, სრულიად მოგონილი მიზეზით მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე და ლიდერი დაეპატიმრებინათ. მინდა გვესმოდეს თუ რატომ არის ივანიშვილი ასე მომართული ნაციონალურ მოძრაობაზე , ყველაზე მეტად ნაციონალურ მოძრაობას რატომ ებრძვის, რატომ იყენებს ყველაფერს, რათა ეს პარტია გაანადგუროს და მისი ლიდერები დააპატიმროს. აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ვიღაცას მოსწონს არ მოსწონს, აქვს სიმპატია ან არ აქვს, ნიკა მელიას, სააკაშვილის ან თუნდაც, ნიკა გვარამიას მიმართ. აქ საუბარი სხვა რამეზეა. ეს არის მთავარი ძალა, რომლის მთავარი ამოცანა არის საქართველოსა და ქართველი ერის დახსნა სიღარიბისა და მონობის უღელისგან, რომელშიც ის ივანიშვილმა შეიყვანა.


Latest News
Hashtags:   

მიხეილ

 | 

სააკაშვილი

 | 

ივანიშვილის

 | 

სპეცრაზმი

 | 

ყველა

 | 

ლიდერთან

 | 

რომელიც

 | 

იბრძვის

 | 

იმისთვის

 | 

საქართველო

 | 

გადაარჩინოს

 | 

სასოწარკვეთის

 | 

უბედურების

 | 

სიღატაკის

 | 

მძიმე

 | 

ხვედრს

 | 

Sources