Tuesday 2 March 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
info9 - 8 days ago

შსს-მ „ნაცმოძრაობის“ ოფისთან დღეს დაკავებული ყველა პირი ხელწერილით გაათავისუფლა

შსს-მ დღეს ნაცმოძრაობის ოფისთან დაკავებული 21 პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათ შორის, გათავისუფლდა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე.

სამართალდამცველებმა დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ამასთან, სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციული დანაშაულისთვის 21 პირი დააკავეს, მათ შორის იყო პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე.


Latest News
Hashtags:   

„ნაცმოძრაობის“

 | 

ოფისთან

 | 

დაკავებული

 | 

ყველა

 | 

ხელწერილით

 | 

გაათავისუფლა

 | 

Sources