Tuesday 2 March 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
info9 - 8 days ago

გია ვოლსკი : სახალხო დამცველი არის „ნაცდამცველი , რა სახელწოდებასაც ის მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ჩამოიშორებს

სახალხო დამცველი არის ნაცდამცველი , რა სახელწოდებასაც ის მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ჩამოიშორებს, ­- ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გია ვოლსკი ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას დღევანდელ განცხადებას.

ვოლსკი ლომჯარიას მოუწოდებს, დაფიქრდეს და ვითარებას სამართლებრივი შეფასებები მისცეს.

სჯობს, ნინო ლომჯარიამ ემოციურ შეძახილებს თავი დაანებოს და ვითარება სამართლებრივად შეაფასოს, რამდენად დაცული იყო ადამიანის უფლებები, როცა ნიკა მელიას აკავებდნენ, გადააჭარბა თუ არა პოლიციამ ძალას. სწორია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება, ამაზეც კი შეუძლია იმსჯელოს, მაგრამ რა იყო სამარცხვინო მე უკეთ ვიცი! სამარცხვინოა, როცა ადამიანებს პირდაპირ ეთერში დედას აგინებენ, პრეზიდენტს ისეთი სიტყვებით ამკობენ, მთელი საზოგადოებისთვის არის გამოწვევა და ამაზე სახალხო დამცველი დუმს , - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.


Latest News
Hashtags:   

ვოლსკი

 | 

სახალხო

 | 

დამცველი

 | 

„ნაცდამცველი

 | 

სახელწოდებასაც

 | 

მთელი

 | 

ცხოვრების

 | 

მანძილზე

 | 

ჩამოიშორებს

 | 

Sources