Saturday 27 February 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 1 month ago

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს ტრამპის მიერ დანიშნული უფროსი, რეი, თანამდებობაზე რჩება

თეთრი სახლი იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, სთხოვა ქრისტოფერ რეის, დარჩენილიყო გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის პოსტზე - რითაც ნდობა გამოუცხადა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დანიშნულ ოფიციალური პირს.   ბაიდენს განზრახული აქვს დატოვოს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი, რეი, მის პოსტზე, და დარწმუნებულია მის საქმიანობაში , განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა, ჯენ საკიმ, 21 იანვარს. საკიმ თავის ტვიტში დასძინა, რომ მან წინა დღით უნებლიე მღელვარება გამოიწვია, როცა განაცხადა, რომ მას არ უსაუბრია პრეზიდენტთან რეის შესახებ. ამან ზოგიერთებს აფიქრებინა, რომ 54 წლის რეი გათავისუფლებული იქნებოდა თანამდებობიდან. რეი ხშირად გამხდარა ტრამპის სამიზნე იმის გამო, რომ მან უარი განაცხადა მხარი დაეჭირა უსაფუძვლო განცხადებებისთვის ამომრჩეველთა ხმების გაყალბების შესახებ 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც ბაიდენმა გაიმარჯვა. გამოძიების ფედერალური ბიუროს უფროსი 10 წლის ვადით ინიშნება, რეის კიდევ ექვსი წელი აქვს დარჩენილი ამ თანამდებობაზე სამუშაოდ. ბაიდენის გადაწყვეტილება რეის გამოძიების ფედერალური ბიუროს უფროსად დატოვების შესახებ მოიწონა ადამ შიფმა, დემოკრატმა, რომელიც წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარეა და დაზვერვის საკითხებისადმი ტრამპის მიდგომის მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი.  


Latest News
Hashtags:   

თეთრმა

 | 

სახლმა

 | 

განაცხადა

 | 

გამოძიების

 | 

ფედერალური

 | 

ბიუროს

 | 

ტრამპის

 | 

დანიშნული

 | 

უფროსი

 | 

თანამდებობაზე

 | 

რჩება

 | 

Sources