Saturday 27 February 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 1 month ago

წარმომადგენელთფ პალატა ტრამპის იმპიჩმენტის საქმეს სენატს 25 იანვარს გადასცემს  

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი გეგმავს დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმე სენატს გადასცეს 25 იანვარს, რის შემდეგაც დაიწყება ყოფილი პრეზიდენტისთვის კაპიტოლიუმის დაკავების წინ „ამხოხებისკენ მოწოდების“ გამო უნდობლობის გამოცხადების პროცესი.   სენატის უმრავლესობის ლიდერმა,  ჩაკ შუმერმა განაცხადა 22 იანვარს, რომ „სენატში გაიმართება საქმის განხილვა და შედგება კენჭისყრა პრეზიდენტის მიმართ განაჩენის გამოტანის შესახებ“.   ტრამპი, პირველი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტის გამოცხადების პროცესი ორჯერ მოუწყვეს და პირველი, რომლის საქმეს განიხილავენ პოსტის დატოვების შემდეგ, ფლორიდაში გაფრინდა მისი ვადის გასვლის დროს და არ დაესწრო მემკვიდრის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციას.   კაპიტოლიუმზე ტრამპის მომხრე დემონსტრანტების იერიშის დროს 6 იანვარს ხუთი ადამიანი დაიღუპა. ვაშინგტონში ძალადობა დაიწყო, როცა ტრამპმა არაერთხელ გამოაცხადა დამადასტურებელი საბუთის მოტანის გარეშე, რომ 3 ნოემბრის არჩევნები „გაყალბდა“. მისი ათეულობით საჩივარი აშშ-ის სხვადასხვა სასამართლოებში იქნა უარყოფილი. სენატისთვის იმპიჩმენტის საქმის გადაცემის შემდეგ უნდა დაიწყოს განხილვა, პროცესი, რომლის თარიღი არ დგინდება ჯერ-ჯერობით. დემოკრატები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს იმპიჩმენტს, აცხადებენ, რომ სურთ დროულად მოხდეს საქმის განხილვა, რადგან ბაიდენი შეუდგა მოვალეობის შესრულებას და საჭიროა მოხდეს სრული ანგარიშგება, სანამ ქვეყანა და კონგრესი გაგრძელებდნენ მოქმედებას. მაგრამ რესპუბლიკური პარტია ითხოვს საქმის განხილვის გადადებას თებერვლისთვის, რათა ყოფილმა პრეზიდენტმა თავდაცვისთვის მომზადება შეძლოს.


Latest News
Hashtags:   

წარმომადგენელთფ

 | 

პალატა

 | 

ტრამპის

 | 

იმპიჩმენტის

 | 

საქმეს

 | 

სენატს

 | 

იანვარს

 | 

გადასცემს

 | 

Sources