Saturday 27 February 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 1 month ago

ილონ მასკი 100 მილიონი დოლარით დაასაჩუქრებს მას, ვინც ნახშირჟანგის ემისიის შემცირების უკეთეს ტექნოლოგიას შეიმუშავებს

ტექნოლოგიების მაგნატმა, ილონ მასკმა, გამოაცხადა, რომ ას მილიონი დოლარს ჰპირდება მას, ვინც “უკეთეს“ ტექნოლოგიას შეიმშავებს ატმოსფეროში ნახშირჟანგის აირის გავრცელების შესამცირებლად. მასკმა ეს დაწერა ტვიტერით და განმარტა, რომ დეტალებზე მომავალ კვირაში ილაპარაკებს. ტესლას, რომელსაც ასევე განაგებს მასკი, წარმომადგენლები, პრესასთან ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ, იტყობინება Reuters-ი და აზუსტებს, რომ დღესდღეობით მცირე წინსვლაა ამ ტექნოლოგიაში, რომელზეც მასკი ლაპარაკობს და  კაცობრიობა იმით შემოიფარგლება, რომ მხოლოდ უბრალოდ ამცირებს ნახშირჟანგის ემისიას. მასკის განცხადება უკავშირდება კონცეფციას, რომელიც გამოაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავისი პოლიტიკის ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებად. ბაიდენმა განაცხადა, რომ უნდა დაჩქარდეს მუშაობა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიზნით ატმოსფეროში ნახშირჟანგის ემისიის შემცირების ტექნოლოგიის განვითარებისთვის. 21 იანვარს ბაიდენმა ამ სფეროში ექსპერტი, ჯენიფერ უილკოკსი დანიშნა ენერგეტიკის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე.  


Latest News
Hashtags:   

მასკი

 | 

მილიონი

 | 

დოლარით

 | 

დაასაჩუქრებს

 | 

ნახშირჟანგის

 | 

ემისიის

 | 

შემცირების

 | 

უკეთეს

 | 

ტექნოლოგიას

 | 

შეიმუშავებს

 | 

Sources