Saturday 27 February 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 1 month ago

ომანში მყოფი ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ომანში 15 ქართველი მეზღვაური გაჩერებულ გემზე უკვე ორი თვეა იმყოფება და ისინი სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ. გემის გაჩერების მიზეზი ტვირთის მფლობელსა და გემთმფლობელს შორის მიმდინარე კერძო სამართლებრივი ხასიათის დავაა. უწყების ინფორმაციით, მეზღვაურებმა დახმარების თხოვვნით ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 19 იანვარს მიმართეს: „რაზეც მყისიერად დაიწყო რეაგირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მუშაობს საქმეში ჩართულ ყველა მხარესთან, როგორც მეზღვაურებთან, ასევე გემთმფლობელთან, ტვირთის მფლობელთან და მის აგენტთან ომანში. შესაბამისად, სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მეზღვაურები ამ ეტაპზე არიან ნორმალურ პირობებში, აღსანიშნავია, რომ მათთვის ხელფასის გადახდა ხდება ჩვეულ რეჟიმში“. როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო იუწყება, პროცესში ჩართულია საქართველოს საელჩოც, რომელმაც უკვე მიმართა ომანურ მხარეს ქართველი მეზღვაურების რეპატრიაციასთან დაკავშირებით. მისი ინფორმაციით, საჭირო პროცედურების გავლის შემდეგ, რაც მოითხოვს გარკვეულ პერიოდს, მეზღვაურები შეუფერხებლად დაბრუნდებინ ქვეყანაში.


Latest News
Hashtags:   

ომანში

 | 

მყოფი

 | 

ქართველი

 | 

მეზღვაურები

 | 

სამშობლოში

 | 

დაბრუნებას

 | 

ითხოვენ

 | 

Sources