Saturday 27 February 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 1 month ago

მამუკა მდინარაძე: პოლიტპატიმრების თემაზე მოკლედ მოვუჭერით

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებს, როცა მათ პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი დააყენეს, მოკლედ მოუჭრეს და საერთოდ არ ელაპარაკნენ. პარლამენტში, ალეკო ელისაშვილთან და ლევან იოსელიანთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ მათ „პოლიტპატიმრების საკითხის შემობრუნება სცადეს ორჯერ, თუ სამჯერ“, მაგრამ „ქართული ოცნება“ მათ ამ თემაზე არ ესაუბრება. „საქართველოს პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც ზოგადად პატიმრებსა და მათ გათავისუფლებაზე უნდა ვილაპარაკოთ და პოლიტპატიმარი არ არის ის სიტყვა, რომელიც რელევანტურია დღევანდელ მოცემულობასთან. ასეთი საქართველოში არ არსებობს“, - განაცხადა მდინარაძემ. „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში, „ქართული ოცნების“ ლიდერებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საარჩევნო რეფორმის გარდა დააყენეს პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი, მაგრამ „ქართული ოცნება მათ არსებობასაც კი არ აღიარებს და „ძალიან მძიმედაა ეს საქმე“. ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, ვადამდელი არჩევნების გამართვასა და საარჩევნო კანონმდებლობის და ადმინისტრაციის შეცვლასთან ერთად მოითხოვენ პოლიტპატიმრების, გიორგი რურუას, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას. ქართული ოცნება არჩევნების გაყალბებას და პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს და ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესში წითელ ხაზად აქვს გამოცხადებული ხელახალი არჩევნების შესაძლებლობა. მმართველი პარტია მხოლოდ საარჩევნო რეფორმისთვის მზადყოფნას ადასტურებს. აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების მონაწილეობით, ქართული ოცნების და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გასულ წელს გაიმართა მოლაპარაკების ოთხი რაუნდი. პროცესის გაგრძელების პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს. დღეიდან პარტია მოქალაქეებმა , რომელსაც პარლამენტში ორი მანდატი აქვს, ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკება დამოუკიდებლად დაიწყო.


Latest News
Hashtags:   

მამუკა

 | 

მდინარაძე

 | 

პოლიტპატიმრების

 | 

თემაზე

 | 

მოკლედ

 | 

მოვუჭერით

 | 

Sources