Saturday 27 February 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 1 month ago

მინსკის ცენტრში პირმა, სავარაუდოდ, თავის დაწვის აქტი ჩაიდინა

22 იანვარს უცნობმა პირმა, სავარაუდოდ, თავი დაიწვა მინსკში, ქვეყნის მთავრობის შენობის წინ თავისუფლების მოედანზე. ამ მოვლენის თვითმხილველებმა რადიო თავისუფლებას მიაწოდეს ფოტო, რომელზეც ჩანს კვამლი და მიწაზე მყოფი ადამიანი, რომელსაც თავს დასტრიალებენ სამართალდამცველები. მოგვიანებით გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ უკიდია ცეცხლი ადამიანს, რომლის გადარჩენასაც ცდილობენ უშიშროების სამსახურის თანამშრომლები. ისინი ქსოვილით აქრობენ ადამიანის სხეულზე ავარდნილ ცეცხლს. მომხდარი გარემოების დეტალები დგინდება. დაზიანებული მოქალაქე სასწრაფო დახმარების მანქანამ გადაიყვანა. ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იგი უგონო მდგომარეობაში იმყოფება. მას დამწვრობები მიღებული აქვს სხეულის 50%-ზე მეტზე.


Latest News
Hashtags:   

მინსკის

 | 

ცენტრში

 | 

პირმა

 | 

სავარაუდოდ

 | 

თავის

 | 

დაწვის

 | 

ჩაიდინა

 | 

Sources