Saturday 27 February 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 1 month ago

1 თებერვლიდან საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვა მოიხსნება

რეგულარულ საერთაშორის ფრენებზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა მისი თქმით ფრენები სამედიცინო პროტოკოლის დაცვით აღდგება. „1-ლი თებერვლიდან მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა გავაუქმოთ, ანუ დავუშვათ რეგულარული ფრენები. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ავიაკომპანია, ვინც დღემდე მოქმედებს და მოქმედებდა საქართველოში, ან თუნდაც ახალი ავიაკომპანიები, ვინც სურვილს გამოთქვამენ, შეძლებეს რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას გარკვეული სიხშირეებით და ეს შეზღუდვა აღარ იმოქმედებს“. მინიტრმა არ გამორიცხა, რომ გაზაფხულზე საქართველო შეძლებს ისრაელიდან და ევროპის იმ ქვეყნებიდან ტურისტების  მიღებას სადაც ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. საქართველომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2020 წლის გაზაფხულზე შეაჩერა და მას შემდეგ, ქვეყანაში შეზღუდვები გარკვეული პერიოდებით ხანგრძლივდებოდა.  2020 წლის 17 დეკემბერს ითქვა, რომ ფრენების აღდგენა იგეგმებოდა  2021 წლის 31 იანვრიდან. გამონაკლისების სახით, მთავრობის დადგენილებით, მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით არის შესაძლებელი რეგულარული ავიამიმოსვლა.  


Latest News
Hashtags:   

თებერვლიდან

 | 

საერთაშორისო

 | 

ფრენებზე

 | 

შეზღუდვა

 | 

მოიხსნება

 | 

Sources