Sunday 7 March 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 1 month ago

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო რუსული ენის „განსაკუთრებული სტატუსი“

მოლოდვის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკოსტიტუციურად სცნო რუსული ენის, როგორც ერთა შორის ურთიერთობის ენისათვის მინიჭებული „განსაკუთრებული ენის სტატუსი. „გადაწყვეტილება საბოლოოა, არ ექვემდებარება გასაჩივრებას და ძალაში შედის მისი გამოცხადების მომენტიდან“ - განაცხადა 21 იანვარს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, დომნიკა მალონემ. მოლდოვის პარლამენტმა რუსულ ენას „განსაკუთრებული სტატუსი“ დაუბრუნა 2020 წლის 16 დეკემბერს, რაც, ოპონენტების თქმით, რუსულ ენას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს სხვა ეროვნული უმცირესობების ენებთან შედარებით და ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას. მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, პრორუსმა იგორ დოდონმა, თავის უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი კვირით ადრე, გასული წლის 18 დეკემბერს მოაწერა ხელი კანონს რუსული ენის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ. კანონი ავალდებულებს სახელმწიფო ორგანოებს, რომ მოქალაქეებს ნებისმიერ ინფორმაცია მიაწოდონ რუსულ ენაზე. კანონი ითვალისწინებს სანქციებს იმ მოხელეების მიმართ, რომლებიც უარს იტყვიან ამ თხოვნის შესრულებაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი სარჩელით მიმართა სამმა ოპოზიციონერმა პარლამენტარმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რუსული ენის განსაკუთრებული სტატუსი აკნინებს თავად სახელმწიფო ენის როლს.


Latest News
Hashtags:   

მოლდოვის

 | 

საკონსტიტუციო

 | 

სასამართლომ

 | 

არაკონსტიტუციურად

 | 

რუსული

 | 

„განსაკუთრებული

 | 

სტატუსი“

 | 

Sources