Saturday 27 February 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 1 month ago

საბავშვო ბაღების, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების გახსნა 1-ლი მარტიდან იგეგმება

საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილი გვაქვს 1-ლი მარტიდან,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თუმცა, მისი თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. „საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილი გვაქვს 1-ლი მარტიდან. ბუნებრივია, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე“, -  განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. ​ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევიდან ნახევარზე მეტი თბილისიდანაა. რეგიონებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმერეთშია.


Latest News
Hashtags:   

საბავშვო

 | 

ბაღების

 | 

პროფესიული

 | 

უმაღლესი

 | 

სასწავლებლების

 | 

გახსნა

 | 

მარტიდან

 | 

იგეგმება

 | 

Sources