Saturday 27 February 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 1 month ago

უნგრეთი გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსული „სპუტნიკ V“-ის ვაქცინა შეიძინა

უნგრეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას რუსეთთან კორონავირუსისი საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის „სპუტნიკ V“-ის შეძენის თაობაზე, რითაც უნგრეთი გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელიც ასეთ გარიგებაზე წავიდა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ, რუსეთის ჯანდაცვის მინისტრ, მიხაილ მურაშკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვაქცინის „დიდ მოცულობას“ უნგრეთი სამ ეტაპად მიიღებს. ამ გარიგების სხვა დეტალების შესახებ საუბარს პეტერ სიიარტო საზოგადოებას მოგვიანებით დაჰპირდა. მანამდე უნგრეთის ჯანდაცვის სპეციალისტთა ჯგუფმა საბოლოოდ მისცა თანხმობა ხელისუფლებას კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ორი ტიპის ვაქცინის - ბრიტანული „ასტრაზენეკას“ და რუსული „სპუტნიკ V“ ის გამოყენების თაობაზე. რუსეთთან შეთანხმების გაფორმებამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, განაცხადა, რომ მოსახლეობის სწრაფი იმუნიზაციისათვის საჭიროა სხვადასხვა ვაქცინის გამოყენება და კონკურენციის არსებობა, რაც მწარმოებლებს აიძულებს, რომ დააჩქარონ ვაქცინის მოწოდება. „ჩვენ არ გვჭირდება მოლოდინები, ჩვენ გვჭირდება ვაქცინა“, - განაცხადა ორბანმა. ცნობილია, რომ უნგრეთი ასევე აწარმოებს მოლაპარაკებას ჩინეთთან “სინოფარმის ვაქცინის თაობაზე. მანამდე ჩინური ვაქცინა უკვე შეიძინა სერბეთმა, რომელიც გახდა პირველი ქვეყანა ევროპის კონტინენტზე, სადაც მოსახლეობის მასობრივი აცრა ჩინური ვაქცინით 19 იანვრიდან მიმდინარეობს. 


Latest News
Hashtags:   

უნგრეთი

 | 

გახდა

 | 

ევროკავშირის

 | 

პირველი

 | 

ქვეყანა

 | 

რომელმაც

 | 

რუსული

 | 

„სპუტნიკ

 | 

ვაქცინა

 | 

შეიძინა

 | 

Sources