Saturday 27 February 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 1 month ago

ელისაშვილი პოლიტპატიმრებზე: ძალიან მძიმედაა ეს საქმე

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო არა რომელიმე საკითხზე საბოლოოდ შეთანხმება, არამედ პოზიციების გარკვევა და დაზუსტება. „მე და ლევან იოსელიანი პარტია მოქალაქეების სახლით ვიყავით მოსულები, რომ გაგვერკვია, ჰქონდა თუ არა „ქართულ ოცნებას“ სერიოზული მზაობა იმ ოთხ საკითხთან დაკავშირებით და იყო თუ არა მზად, წასულიყო კომპრომისებზე, ვინაიდან მეოთხე რაუნდის შემდეგ გავიდა ძალიან დიდი დრო, მეხუთე რაუნდის პერსპექტივა ჰაერში გამოეკიდა“, - უთხრა მედიას ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესა და ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარესთან, მამუკა მდინარაძესთან შეხვედრის შემდეგ. ელისაშვილის თანახმად, იმსჯელეს ოპოზიციის ოთხივე მოთხოვნაზე, რომელთაგან ყველაზე მძიმე იყო პოლიტპატიმრების საკითხი. „მოქალაქეების“ ლიდერის განცხადებით, ეს თემა ძალიან პრინციპულად დააყენეს, თუმცა, „ქართული ოცნება პოლიტპატიმრების არსებობასაც კი არ აღიარებს. როგორც ალეკო ელისაშვილმა თქვა, „ძალან მძიმედაა ეს საქმე“. მისი ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა, რომ მზად არის სერიოზული დათმობებისა და კომპრომისისთვის საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შესაცვლელად. ალეკო ელისაშვილის თქმით, პუნქტობრივად გაიარეს საარჩევნო რეფორმის საკითხები, ამ მხრივ პროგრესია და შეუთანხმებელი რჩება რამდენიმე დეტალი. რომელი დეტალები, ელისაშვილს არ უთქვამს. რაც შეეხება ოპოზიციის მთავარ მოთხოვნას - რგგარეშე არჩევნებს, ალეკო ელისაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ისევ იმ პოზიციაზეა, რომ თუ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დაადასტურებს 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგებში თუნდაც 1%-იან ცდომილებას, რგგარეშე არჩევნებს დათანხმდება.


Latest News
Hashtags:   

ელისაშვილი

 | 

პოლიტპატიმრებზე

 | 

ძალიან

 | 

მძიმედაა

 | 

საქმე

 | 

Sources