Saturday 27 February 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 1 month ago

ჩეხეთის მთავრობამ 14 თებერვლამდე გააგრძელა კორონავირუსთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა

ჩეხეთის პარლამენტმა 21 იანვარს მხარი დაუჭირა მთავრობის ინიციატივას კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული საგანგებო მდგომარეობის 14 თებერვლამდე გაგრძლების შესახებ. ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების მხრივ ჩეხეთი ყველაზე მაღალი რისკის ქვეყნებს შორის რჩება.  პანდემიის განმავლობაში ქვეყანაში დაინფიცირდა 924,847 ადამიანი, 15,130 პაციენტი გარდაიცვალა. ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, წუხელ ქვეყანაში გამოვლინდა კორონავირუსის 7435 ახალი შემთხვევა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საღამოს 21 საათიდან დილის 5 საათამდე მოქმედებს კომენდანტის საათი. აკრძალულია საჯარო თავყრილობების, სპორტული და გასართობი ღონისძიებების ჩატარება. ყველა დონის სასწავლო დაწესებულებაში სწავლება წარმოებს დისტანცური მეთოდით. სურსათის, პირველადი მოხმარების მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ღიაა მხოლოდ ბავშვების ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიები. სავალდებულო რჩება პირბადეების ტარება, როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში. რესტორნები და კაფეები მუშაობენ მხოლოდ შეკვეთებზე, ღია სარკმლის პრინციპით. 10 იანვარს პრაღის ცენტრში გაიმართა სპაროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც მოითხოვდნენ მთავრობის მიერ შემოღებული მკაცრი საკარანტინო ზომების გაუქმებას, რაც მძიმედ აისახება მათ მატერიალურ და სოციალურ მდგომარეობაზე.  


Latest News
Hashtags:   

ჩეხეთის

 | 

მთავრობამ

 | 

თებერვლამდე

 | 

გააგრძელა

 | 

კორონავირუსთან

 | 

დაკავშირებული

 | 

საგანგებო

 | 

მდგომარეობა

 | 

Sources