Saturday 27 February 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 1 month ago

აშშ-მა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას განუცხადა, რომ შეუერთდება COVAX-ის ალიანსს

აშშ-მა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) განუცხადა, რომ შეუერთდება COVAX-ის ალიანსს, რომლის მიზანია ღარიბი ქვეყნებისთვის კორონავირუსის ვაქცინის მიწოდება. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარმა სამედიცინო მრჩეველმა, ენტონი ფაუჩიმ, დაადასტურა WHO-ის აღმასრულებელი საბჭოსთვის 21 იანვარს გაგზავნილ წერილში, რომ აშშ დარჩება გაეროს ამ უწყების შემადგენლობაში და დანარჩენ 193 წევრთან ითანამშრომლებს COVID-19-ისა და აივ/შიდსის მსგავს პრობლემებზე. ფაუჩიმ WHO-ს უთხრა, რომ ბაიდენი საგანგებო წერილს გაუგზავნის უწყებას მასთან თანამშრომლობის თაობაზე. ბაიდენმა 20 იანვარს, ოვალურ ოფისში მუშაობის დაწყებიდან ცოტა ხანში მოაწერა ხელი აღმასრულებელ განკარგულებას WHO-ის შემადგენლობაში აშშ-ის დატოვების შესახებ. ფაუჩის თქმით, „აშშ შეასრულებს თავის ფინანსურ ვალდებულებებს“ WHO-ის მიმართ. ბაიდენის წინამორბედმა დონალდ ტრამპმა დაფინანსება შეუწყვიტა WHO-ს, რომლის ყველაზე დიდი დონორი აშშ-ა. ამავე დროს ტრამპმა განაცხადა, რომ 2021 წლის ივლისში ქვეყანას გაიყვანდა გაეროს ამ უწყების შემადგენლობიდან.


Latest News
Hashtags:   

ჯანდაცვის

 | 

მსოფლიო

 | 

ორგანიზაციას

 | 

განუცხადა

 | 

შეუერთდება

 | 

COVAX

 | 

ალიანსს

 | 

Sources