Sunday 7 March 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 2 month ago

ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია მხარდაჭერას უცხადებს სახალხო დამცველს

პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის არსებობით დაინტერესებისკენ მოუწოდა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილმა. მათ სახალხო დამცველს მხარდაჭერა გამოუცხადეს. ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ გარანტირებული უნდა იყოს სახალხო დამცველის თანამშრომლებისთვის უსაფრთხო და ადეკვატური სამუშაო პირობები პენიტენციურ დაწესებულებებში. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველის წარმომადგენლების ვიზიტებს და მათ ეფექტიან მუშაობას პენიტენციურ დაწესებულებებში კრიტიკული მნიშვნელობა აქვს მსჯავრდებულთა უფლებების ადეკვატური დაცვისათვის. განცხადების ხელმომწერთა აზრით, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში, სახალხო დამცველის და პრევენციის ეროვნული მექანიზმის ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. „ამ ფონზე, ორმაგად სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველის მიერ გაჟღერებული პრობლემები სათანადო რეაგირების გარეშე რჩება და წინა შემთხვევების მსგავსად, ხელისუფლების წარმომადგენლები ამჯერადაც უარყოფენ ციხის სუბკულტურის არსებობას და მასთან დაკავშირებულ სისტემურ პრობლემებს , - ნათქვამია განცხადებაში.  არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია: სახალხო დამცველის მიერ გაჟღერებულ კონკრეტულ ფაქტებზე შესაბამისმა უწყებებმა დაიწყონ გამოძიება, რომელიც წარიმართება დროულად და მაღალი გამჭვირვალობით; იუსტიციის სამინისტრომ გაატაროს სისტემური ღონისძიებები პენიტენციურ დაწესებულებებში ციხის სუბკულტურის და ე.წ. „მაყურებლების“ გავლენების აღმოსაფხვრელად და უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში შესახლებულ პირთა უფლებების მაღალ დონეზე დაცვა; პენიტენციური დაწესებულებების ხელმძღვანელობამ უზრუნველყოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების დაუბრკოლებლად, უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში საქმიანობა და მსჯავრდებულებთან მათი კომუნიკაციის დაცულობა. ხელმომწერი ორგანიზაციები: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, პენიტენციურ დაწესებულებებში ციხის ადმინისტრაციისა და მაყურებლებისგან მართული ჯგუფები მის წარმომადგენლებს სისტემატურად ესხმიან თავს.  პენიტენციური სამსახური უსაფუძვლოს უწოდებს იმ ბრალდებებს, რომელიც სახალხო დამცველმა ციხეებში მისი წარმომადგენლების მუშაობის შესახებ გაავრცელა. 


Latest News
Hashtags:   

არასამთავრობო

 | 

ორგანიზაცია

 | 

მხარდაჭერას

 | 

უცხადებს

 | 

სახალხო

 | 

დამცველს

 | 

Sources