Sunday 7 March 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 2 month ago

საფრანგეთში კორონავირუსის 23 608 ახალი შემთხვევა გამოვლინდა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში

საფრანგეთის ჯანმრთელობის სამინისტროს ინფორმაციით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში გამოვლინდა კორონავირუსის დაინფიცირების 23 608 ახალი შემთხვევა, ხოლო 656 პაციენტი გარდაიცვალა. 200-ით მეტი, ვიდრე ორშაბათს იყო. ამასთან 52-ით შემცირდა საფრანგეთის საავადმყოფოებში მყოფ ინფიცირებულთა რიცხვი. ქვეყნის მასშტაბით სტაციონარული მკურნალობის კურსს ამჟამად გადის კორონავირუსით დაავადებული 25 567 ადამიანი.  ჯონს ჰოკინსის უნივერსიტეტის ანგარიშის თანახმად, საფრანგეთი მე-6 ადგილზეა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მხრივ. პანდემიის განმავლობაში კორონავირუსით საფრანგეთში დაინფიცირდა 2,9 მილიონი ადამიანი.გარდაიცვალა 70 828 პაციენტი. 


Latest News
Hashtags:   

საფრანგეთში

 | 

კორონავირუსის

 | 

ახალი

 | 

შემთხვევა

 | 

გამოვლინდა

 | 

უკანასკნელი

 | 

საათის

 | 

განმავლობაში

 | 

Sources