Wednesday 30 September 2020
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 2 month ago

პომპეომ სლოვენიასთან ხელი მოაწერა დეკლარაციას 5G-ის უსაფრთხოებაზე

ბირთვული ენერგეტიკა და 5G-ის ქსელები იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს დღის წესრიგში 13 აგვისტოს, როცა ის ესტუმრა ევროკავშირისა და ნატოს წევრ სლოვენიას, მეორე ქვეყანას ევროპის ოთხ სახელმწიფოში მოგზაურობის ფარგლებში. პომპეო პრემიერ-მინისტ იანეზ იანშას შეხვდა ტბისპირა ქალაქ ბლედში, სადაც ხელი მოაწერა ერთობლივ დეკლარაციას 5G-ის ქსელების უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ამდენად, სლოვენია უერთდება აშშ-ის პლატფორმას საინფორმაციო ტექნოლოგიის, კერძოდ, მეხუთე თაობის ინტერნეტის, 5G-ის სფეროში, ჩინეთის და მისი კომპანია Huawei-ის მზარდი გავლენის წინააღმდეგ. აშშ-ის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ჩინეთი Huawei-ის ტიპის ფირმებს იყენებს სხვა ქვეყნებში საჯაშუშო ქსელების შესაქმნელად. ჩინეთის უარყოფს ამ ბრალდებას. პომპეოს ვიზიტის დღის წესრიგში შედის ასევე სლოვენიელ მასპინძლებთან მოლაპარაკება აშშ-ის შესაძლო მონაწილეობაზე კრსკოს ბირთვული ელექტროსადგურის ახალი გენერატორის აგებაში. ბირთვულ სადგურს სლოვენია მეზობელ ხორვატიასთან ერთად ამუშავებს. იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა სლოვენია ნატოს და ევროკავშირს შეუერთდა 2004 წელს. პომპეო, რომელიც იქ ჩავიდა ჩეხეთის რესპუბლიკიდან, შემდეგ ეწვევა ავსტრიას და პოლონეთს, სადაც 15 აგვისტოს დაასრულებს ტურნეს.


Latest News
Hashtags:   

პომპეომ

 | 

სლოვენიასთან

 | 

მოაწერა

 | 

დეკლარაციას

 | 

უსაფრთხოებაზე

 | 

Sources