Wednesday 30 September 2020
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 2 month ago

აჭარის ტელევიზია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას სასამართლოში უჩივის

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას სასამართლოში უჩივის. მედიასაშუალება მიიჩნევს, რომ ქარტიის მიერ ჩატარებული კვლევაში ცრუ ფაქტები ეწერა და მისი მიზანი მაუწყებლის დისკრედიტაცია იყო. სარჩელი სასამართლოში დღეს, 13 აგვისტოს გაიგზავნა. აჭარის ტელევიზია ფაქტების უარყოფასა და მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. ტელევიზია სიმბოლურად 1 ლარის გადახდას ითხოვს. ქარტიამ მონიტორინგის ანგარიში 20 ივლისს გამოაქვეყნა. ანგარიში საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელისა და გადაცემის წამყვანების შეცვლამდე და შეცვლის შემდეგ პერიოდს ასახავდა. კვლევაში აღნიშნული იყო, რომ ცვლილების შემდეგ არხის სარედაქციო პოლიტიკაც შეიცვალა. რაც გამოიხატებოდა მნიშვნელოვანი ამბების მიჩქმალვა/არგაშუქებაში; ბალანსის ხელოვნურად დაცვასა და კრიტიკისგან დაცლილი კონტენტის გავრცელებაში... მონიტორინგის მეორე ეტაპზე პრიორიტეტი ენიჭებოდა ხელისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას , - აღნიშნული იყო ანგარიშში. აჭარის ტელევიზიაში ახალი დირექტორი 2019 წლის ნოემბერში აირჩიეს. ტელევიზიაში დასაქმებული მოლოდინი იყო, რომ ის კრიტიკული განწყობის მქონე არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლასაც ეცდებოდა.


Latest News
Hashtags:   

აჭარის

 | 

ტელევიზია

 | 

ჟურნალისტური

 | 

ეთიკის

 | 

ქარტიას

 | 

სასამართლოში

 | 

უჩივის

 | 

Sources