Wednesday 30 September 2020
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 2 month ago

თბილისის საბავშვო ბაღებში სწავლის განახლება 14 სექტემბრიდან იგეგმება

მიმდინარე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, თბილისის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო-სასწავლო პროცესის განახლება 14 სექტემბერს იგეგმება. აღნიშნული ინფორმაცია მედიას თბილისის საბავშვო  ბაგა-ბაღების გაერთიანების სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ მიაწოდა. მისი განმარტებით, ბაგა-ბაღები სასწავლო პროცესის განახლებას უსაფრთხო გარემოთი შეხვდებიან, თუმცა კონკრეტულად რა რეგულაციების დაცვა მოუწევთ სააღმზრდელო დაწესებულებებს, ჯერჯერობით უცნობია: „ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და შრომის ინსპექციასთან მუშაობა კონკრეტული პროტოკოლისა და რეგულაციების შესახებ, რომელიც მოგვიანებით გაჟღერდება“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. მისი თქმით, ამ ეტაპზე დოკუმენტის სამუშაო ვერსია არსებობს მხოლოდ და დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. კახაბერ გვანცელაძემ მედიას მიაწოდა ინფორმაცია ასევე იმის შესახებ, რომ საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლებს ახალი სასწავლო წლიდან შრომის ანაზღაურება გაეზრდებათ. კერძოდ, მისი თქმით, სექტემბრიდან თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების 11 000-მდე თანამშრომელი, ფუნქცია-მოვალეობების შესაბამისად, 10-დან 20 პროცენტამდე გაზრდილ ხელფასს მიიღებს.


Latest News
Hashtags:   

თბილისის

 | 

საბავშვო

 | 

ბაღებში

 | 

სწავლის

 | 

განახლება

 | 

სექტემბრიდან

 | 

იგეგმება

 | 

Sources