Wednesday 30 September 2020
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 2 month ago

უკრაინა მინსკისგან მოითხოვს დაკავებული უკრაინელების გათავისუფლებას

უკრაინის საელჩომ ბელარუსში ორი ნოტა გაუგზავნა ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო აქციების დროს დაკავებული სამი უკრაინელის გათავისუფლებასა და მათი მონახულების მოთხოვნით. ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ. „საელჩომ ორი ნოტა გაუგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროს, თხოვნით, რომ მოგვაწოდოს ინფორმაცია 9-12 აგვისტოს დაკავებული უკრაინის ყველა მოქალაქის შესახებ, მოგვაწოდოს ინფორმაცია, მათი დაკავების მიზეზებისა და მათი ადგილსამყოფლის შესახებ“, - განაცხადა დმიტრო კულებამ. უკრაინელი მინისტრის თქმით, მათთვის ცნობილია სამი დაკავებული უკრაინელის შესახებ. ესენი არიან მოხალისეები კონსტანტინ რეუცკი, ევგენი ვასილევი და ოქსანა ალეშინა. კულებამ დაადასტურა, რომ აქედან ორს ბრალი ედება „მასობრივი არეულობის“ მუხლით, რაც 3-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მოვითხოვთ დაკავებულებთან  ჩვენი კონსულის სასწრაფო შეხვედრას. ასევე მოვითხოვთ მათ უპირობო გათავისუფლებას უკრაინაში დაბრუნების მიზნით“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, 12 აგვისტოს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო ცნობა, რომ ამ დროისათვის ბელარუსში დაკავებული ჰყავთ უკრაინის 9 მოქალაქე, ერთ-ერთი ფოტოკორესპონდენტი დაკავების დროს სცემეს. დღესვე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მან მინსკს მოუწოდა დაკავებული უკრაინელი მოქალაქეების სასწრაფო გათავისუფლებისკენ და გაიმეორა, რომ აუცილებელია „ხელისუფლებამ მიაღწიოს დიალოგს თავის საზოგადოებასთან“.  უკრაინის ლიდერმა ურჩია უკრაინის მოქალაქეებს, რომ „თავი შეიკავონ ბელარუსში გამგზავრებისგან, ვიდრე იქ ვითარება არ გახდება უფრო უსაფრთხო.“


Latest News
Hashtags:   

უკრაინა

 | 

მინსკისგან

 | 

მოითხოვს

 | 

დაკავებული

 | 

უკრაინელების

 | 

გათავისუფლებას

 | 

Sources