Wednesday 30 September 2020
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 2 month ago

მამუკა ხაზარაძე განმარტავს ვაკეში მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის საკითხს

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში განმარტა, რატომ წარადგინა პარტიამ ვაკეში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. „ვადასტურებ ჩემს პატივისცემას ელენე ხოშტარიას მიმართ, ნამდვილად მებრძოლი ადამიანია. მე მაშინ ვთქვი ვარაუდი, რომ შეიძლება ეს განვიხილოთ [ხოშტარიას მხარდაჭერა]. ეს იყო ის პერიოდი როცა დარჩენილი ოპოზიცია ერთმანეთში საუბრობდა რაღაცების დათმობაზე. ამაში ჩვენ არ ვიღებდით მონაწილეობას და არც შემდეგ მიგვიღია. როცა დავინახეთ, რომ იქ ვერ ჩამოყალიბდა ვერაფერი და ამავე დროს, ვაკის ამომრჩეველმა ძალიან მკაფიოდ გვითხრა, რომ ვერ გაიგეს, რატომ არ უნდა ჰყავდეს „ლელოს“ წარმომადგენელი ვაკეში, ვალდებული ვიყავით, ეს გაგვეთვალისწინებინა. ვფიქრობ, ჩვენი გადაწყვეტილება ელენესთვისაც [ხოშტარია] კარგია. ამ შემთხვევაში ოპოზიციის მოწინააღმდეგე არის მმართველი პარტიის კანდიდატი, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, იქ ოპოზიცია მოიგებს და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს თუ ელენე, ამას გამოავლენს ამომრჩეველი , - თქვა ხაზარაძემ. ვაკის საარჩევნო ოლქში აქტიური ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია წარადგინა მაჟორიტარ კანდიდატად. დღეს, 12 აგვისტოს „ლელო“-მ 25 მაჟორიტარი კანდიდატი დაასახელა, მათ შორის, ვაკეში კენჭს იყრის დეპუტატი ლევან კობერიძე.   საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.


Latest News
Hashtags:   

მამუკა

 | 

ხაზარაძე

 | 

განმარტავს

 | 

ვაკეში

 | 

მაჟორიტარი

 | 

კანდიდატის

 | 

წარდგენის

 | 

საკითხს

 | 

Sources