Tuesday 22 September 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 2 month ago

ლევან ნატროშვილი მთავრობის დახმარებაზე: ასე შევხედოთ, გვიბრუნებს ჩვენს ფულს

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პროგრამების მენეჯერი, ლევან ნატროშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის ვალდებულებაა კრიზისის დროს ხალხს დაეხმაროს, რადგან ბიუჯეტი სწორედ მოქალაქეების გადასახადებისგან შეგროვილი ფულია. ასე გამოეხმაურა ნატროშვილი საქართველოს მთავრობის ინიციატივას კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე; თვითდასაქმებულების, 17 წლამდე პირებისა და სტუდენტების დახმარების პროგრამას. პანდემია რომ არ ყოფილიყო, ასეთი პროგრამები ნაწილი მაინც, ჩვენი შეფასებით, საარჩევნოდ მოტივირებული იქნებოდა, მით უფრო არჩევნებთან ახლოს... იმ რეალობიდან გამომდინარე, რა საჭიროებებიც არსებობს დღეს, კორონავირუსის გამო, ძალიან რთულია ცალსახად ვისაუბროთ, რომ ეს არის გასაკიცხი , - აღნიშნავს ის. ნატროშვილი აღნიშნავს, რომ მთავრობას არც დამატებითი თანხების მობილიზება სჭირდება, რადგან პირველ ეტაპზე დახმარებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი სრულად არ ამოუწურია. ჩვენ ასე დრამატულად არ ვუყურებთ ამ დახმარებას, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არის პანდემიური კრიზისული სიტუაციაა. სხვა შემთხვევაში ცალსახად პრობლემური საკითხები იქნებოდა... ბენეფიტებს რომ მიიღებს მთავრობა, ცალსახაა... ასე შევხედოთ, ჩვენ გვიბრუნებს სახელმწიფო ჩვენს ფულს , - დასძენს ის. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსის პანდემიით მიღებული ზიანის გამო მოქალაქეების დასახმარებლად ახალი ინიციატივები გააჟღერა. მისი თქმით, ყველა თვითდასაქმებული, რომელმაც სრულად ვერ წარადგინა დოკუმენტები, მაინც ჩაერიცხებათ 300 ლარი. გარდა ამისა, ერთჯერადად 200 ლარს მიიღებს 17 წლის ჩათვლით ყველა პირი, მოქალაქეებს დაუფინანსებენ ზამთარში, 4 თვის კომუნალურ გადასახადებს და სოციალური კუთხით 150 ქულის მქონე სტუდენტებს სწავლის ერთი სემესტრის საფასურს დაუფარავენ.


Latest News
Hashtags:   

ლევან

 | 

ნატროშვილი

 | 

მთავრობის

 | 

დახმარებაზე

 | 

შევხედოთ

 | 

გვიბრუნებს

 | 

ჩვენს

 | 

Sources