Tuesday 22 September 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 2 month ago

ფსბ: სახელმწიფოს ღალატში ბრალდებული ივან საფრონოვი დასაშიფრად იყენებდა წიგნს ელცინზე

გამოძიების თანახმად, სახელმწიფოს ღალატში ბრალდებულმა ჟურნალისტმა ივან საფრონოვმა ჩეხეთს საიდუმლო ინფორმაცია საკუთარი პირადი კომპიუტერის მეშვეობით გადასცა. გამოძიების განცხადებაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტი იყენებდა დასაშიფრ პროგრამა VeraCrypt-ს, პაროლისთვის კი - რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, ბორის ელცინის შესახებ როი მედვედევის წიგნიდან ინგლისურ ენაზე. ამის შესახებ საფრონოვის ადვოკატმა ივან პავლოვმა განაცხადა. როგორც ადვოკატმა თქვა ადრე, საგარეო დაზვერვის სამსახური ივან საფრონოვს მინიმუმ 2019 წლის შემოდგომიდან უთვალთვალებდა. პავლოვის თქმით, საქმეში არ არის ნახსენები ჩეხეთის დაზვერვის სავარაუდო თანამშრომლები, რომლებისთვისაც შეეძლო საფრონოვს ინფორმაციის გადაცემა. ივან საფრონოვი „კომერსანტსა“ და „ვედომოსტში“ მუშაობდა, უკანასკნელი ორი თვე კი „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელის მრჩეველი იყო. ის 7 ივლისს დააკავეს და მას შემდეგ პატიმრობაში იმყოფება. ფსბ უარს ამბობს გამოძიების დასრულებამდე საფრონოვისთვის წაყენებული ბრალდების დეტალების გამოქვეყნებაზე.


Latest News
Hashtags:   

სახელმწიფოს

 | 

ღალატში

 | 

ბრალდებული

 | 

საფრონოვი

 | 

დასაშიფრად

 | 

იყენებდა

 | 

წიგნს

 | 

ელცინზე

 | 

Sources