Tuesday 22 September 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 2 month ago

ნათია თურნავა: ფრონტერას ყოფილ თანამშრომლებზე გავცემთ 1200 ლარიან დახმარებას

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ერთჯერადი 1200 ლარიანი დახმარება გასცეს კომპანია „ფრონტერას“ ყოფილ თანამშრომლებზე: „დღემდე დიდ პრობლემად რჩება „ფრონტერას“ ყოფილი 84 თანამშრომელი, რომლებიც კომპანიამ გასული წლის დეკემბერში გაათავისუფლა და რომელთა მიმართ, დღეის მდგომარეობით, ერიცხება დაახლოებით 17 თვის სახელფასო დავალიანება. ეს ადამიანები ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ  და  მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთჯერადი დახმარების სახით ჩვენმა კომპანიამ - „ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ თითოეულ ადამიანს  1 200 ლარის ოდენობის თანხა გამოუყოს“, - განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. ბრიფინგზე მან  „ფრონტერას“ თანამშრომელთა დავალიანების დაფარვისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ  მთავრობა ამ ეტაპზე კომპანიასთან პოზიტიურ კომუნიკაციაშია.   „მანამდე კი, ვიდრე „ფრონტერასთან“ ეს დიალოგი გრძელდება,  ამ ადამიანებისთვის ერთჯერად, ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას გავცემთ“, - განაცხადა  ნათია თურნავამ. საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, აღარ მოშალოს კონტრაქტი „ფრონტერა“-სთან და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99% „ფრონტერამ“ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა. სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, სახელმწიფოს მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება განპირობებულია ქვეყნის წინაშე მდგარი სტრატეგიული ამოცანებით. საქართველოს მთავრობამ „ფრონტერა“-სთან კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ 2020 წლის აპრილში განაცხადა და საფუძვლად დაასახელა საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება.


Latest News
Hashtags:   

ნათია

 | 

თურნავა

 | 

ფრონტერას

 | 

ყოფილ

 | 

თანამშრომლებზე

 | 

გავცემთ

 | 

ლარიან

 | 

დახმარებას

 | 

Sources