Tuesday 22 September 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 2 month ago

დღევანდელ მატჩზე ტორპედოსა და თელავის ფეხბურთელები რუსულ ოკუპაციას გააპროტესტებენ

ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ - ამ წარწერით ეცმებათ მაისურები ქუთაისის ტორპედოსა და თელავის გუნდების ფეხბურთელებს, რომლებიც მატჩს დღეს გამართავენ. მაისურებზე, ასევე, დატანილი იქნება აგვისტოს ომის გმირების გვარ-სახელები. მაისურებზე წარწერების ინიციატივა ტორპედოს გუნდის მენეჯმენტს ეკუთვნის.   ფეხბურთელები კიდევ ერთხელ იტყვიან ხმამაღლა, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს! - აცხადებენ ტორპედოს ფეხბურთელები. მატჩი დღეს, 6 აგვისტოს, რამაზ შენგელია სახელობის სტადიონზე, 21 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია. აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. დაიღუპა 412 ადამიანი, მათ შორის, 169 ჯარისკაცი; დაიჭრა - 1    130 ათასი ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა, მათგან 30 ათასი დღესაც დევნილობაში ცხოვრობს; განადგურდა 35 ათასი სახლი; მიწასთან გასწორდა 53 ქართული სოფელი; რუსეთის მიერ დამატებით ოკუპირებულია დამატებით 5 ხეობა და 125 სოფელი; საქართველოს მოქალაქეები დღემდე ცხოვრობენ მავთულხლართების მიღმა.


Latest News
Hashtags:   

დღევანდელ

 | 

მატჩზე

 | 

ტორპედოსა

 | 

თელავის

 | 

ფეხბურთელები

 | 

რუსულ

 | 

ოკუპაციას

 | 

გააპროტესტებენ

 | 

Sources