Tuesday 22 September 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 2 month ago

ოპოზიცია: რურუას გათავისუფლება იქნება საარჩევნო კამპანიის ნაკლები რისკით გავლის შესაძლებლობა

20 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუასთვის 4 წლიანი პატიმრობის მისჯას აფასებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გადაწყვეტილებად და სასამართლოს მორჩილების მაგალითად. პარტიების ერთობლივი განცხადების თანახმად, „ბიძინა ივანიშვილს ჯერჯერობით არ აქვს ქართული და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებები შესრულებული. გიორგი რურუას გათავისუფლება და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დაუშვებლობა, 8 მარტის შეთანხმების საკვანძო ნაწილია“. ოპოზიციური პარტიების შეფასებით, „გიორგი რურუას საქმე მხოლოდ ამ ადამიანის პერსონალურ ბედს არ ეხება, მიუხედავად იმისა რომ ნებისმიერი ერთი ადამიანის პოლიტიკური დაკვეთით დაპატიმრება უკვე სერიოზული პრობლემაა. ყალბი მტკიცებულებებით რურუას საპატიმროში დატოვება, წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ კლიმატს განსაზღვრავს. გიორგი რურუას გათავისუფლება ქვეყნისთვის რთული საარჩევნო კამპანიის ნაკლები რისკით გავლის შესაძლებლობას ქმნის. ასე ხედავს ამას როგორც საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, ასევე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები“. 20 ოპოზიციური პარტია მთავარ გამოწვევად ასახელებს სამართლიანი, პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემის შექმნას და აცხადებს, რომ არჩევნებში ივანიშვილის მშვიდობიანად დამარცხების შემდეგ, დემოკრატიული ოპოზიციის მიზანი იქნება სწორედ ასეთი მართლმსაჯულების სისტემის შექმნა. განცხადებას ხელს აწერენ: ევროპული საქართველო; ლეიბორისტული პარტია; გამარჯვებული საქართველო; ევროპული დემოკრატები; მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის; ემსახურე საქართველოს; რესპუბლიკური პარტია; კანონი და სამართალი; სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის; ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა; ახალი საქართველო; თავისუფალი დემოკრატები; სამართლიანობისთვის; ქრისტიან კონსერვატიული პარტია; საქართველო ლიდერებს შორის; საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; ლელო; ეროვნულ დემოკრატიული პარტია; ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“. 30 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო იარაღის უკაონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქართველოს პრეზიდენტს რურუას შეწყალებისკენ უკვე მოუწოდებენ აშშ-ის კონგრესის და ევროპარლამენტის წარმომადგენლები. მათ შორის, სენატორი ჯიმ რიში და ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა. „მთავარი არხის“ წილის მფლობელი გიორგი რურუა 2019 წლის ნოემბერში დააკავეს. მას ოპოზიციური პარტიები პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ რურუას გათავისუფლება იყო საარჩევნო საკითხებზე „ქართულ ოცნებასთან“ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილი. ამას უარყოფენ მმართველ პარტიაში, ისევე, როგორც გიორგი რურუას პოლიტპატიმრობას.  


Latest News
Hashtags:   

ოპოზიცია

 | 

რურუას

 | 

გათავისუფლება

 | 

იქნება

 | 

საარჩევნო

 | 

კამპანიის

 | 

ნაკლები

 | 

რისკით

 | 

გავლის

 | 

შესაძლებლობა

 | 

Sources