Tuesday 22 September 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 2 month ago

მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ

საქართველოს მუსლიმი მოქალაქეები ყურბან-ბაირამს ზეიმობენ. ბათუმის მთავარ მეჩეთში, ორთაჯამეში სადღესასწაულო ლოცვა აღავლინა საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ. ხალხმრავლობის გამო, მრევლის ნაწილი ქუჩაში ლოცულობდა, ნაწილი კი შეიკრიბა მუსლიმი თემის მიერ ახალი მეჩეთის ასაშენებლად შეძენილ ტერიტორიაზე. ბათუმის ამ უბანში მეჩეთის მშენებლობის საკითხი დღემდე სასამართლო დავის საგანია ქალაქის მერიასა და მუსლიმი თემის საინიციატივო ჯგუფს შორის. ყურბან-ბაირამზე მუსლიმი მორწმუნეები ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან, გასცემენ მოწყალებას და მოინახულებენ წინაპართა საფლავებს.


Latest News
Hashtags:   

მუსლიმები

 | 

ყურბან

 | 

ბაირამს

 | 

აღნიშნავენ

 | 

Sources