Tuesday 22 September 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 2 month ago

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევაა

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1168-მდე გაიზარდა. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე 31 ივლისს, დილით განახლებული მონაცემებით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 5 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 940. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი. 31 ივლისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 6498 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 327. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. მათგან 38 ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისიაში მონაწილე სამხედროა.  


Latest News
Hashtags:   

საქართველოში

 | 

კორონავირუსის

 | 

ახალი

 | 

შემთხვევაა

 | 

Sources