Tuesday 4 August 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 21 days ago

სომხეთის და აზერბაიჯანის ქვედანაყოფები სროლას განაგრძობდნენ 13-14 ივლისის ღამის განმავლობაში  

 14 ივლისს ღამით აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვრის არეალში სროლა გრძელდებოდა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ უშენს ცეცხლს  სავარაუდოდ, სომხეთის ქვედანაყოფი სავარაუდოდ, აზერბაიჯანის საგუშაგოებს, რომლებიდანაც, ცნობის თანახმად, დასახლებულ პუნქტებს ესროლეს ტავუშის  ოლქში. არმენპრესის თანახმად, 13 ივლისის შემდეგ მოწინააღმდეგე ცეცხლს უშენს დასახლებულ პუნქტებს ტავუშის ოლქში.  ამავე წყაროს თანახმად, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა  ტიპის ცეცხლი გაუხსნეს დასახლებულ პუნქტ ჩინარის. 14 ივლისს ცეცხლი გაუხსნეს სოფელ ბერდის სამოქალაქო ობიექტებს. როგორც აზერბაიჯანის სააგენტო APA იტყობინება, 13-14 ივლისის ღამით გრძელდებოდა ბრძოლა აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვრის თოვუზის  მიმართულებით. APA-ს ამცნეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში, რომ მოწინააღმდეგის ქმედების შესაჩერებლად აზერბაიჯანის ძალებმა გაანადგურეს სხვადასხვა დანიშნულების სამხედრო ტექნიკა, სამეთაურო პუნქტი, თავდაცვის სიღრმეში მდებარე რეზერვი და ცოცხალი ძალა. სააგენტო APA იტყობინება, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ თოვუზის რაიონის მიმართულებით გახსნილი საარტილერიო ცეცხლის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. სააგენტოს თანახმად, სომხური მხარე წინა პერიოდშიც ისროდა დასახლებული პუნქტების მიმართულებით. „პროვოკაციისთვის სრული პასუხიმგებლობა ეკისრება სომხეთის პოლიტიკურ და სამხედრო ხელძღვანელობას“, განაცხადა  აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 13 ივლისს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანს დასდო ბრალი  „პროვოკაციაში,“  რომელიც „უპასუხოდ არ დარჩება“. ორ მეზობელ ქვეყანას წლების განმავლობაში კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის დე იურე ტერიტორიის, დიდწილად ეთნიკური სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო. ბოლო ორი დღის შეტაკება მოხდა მთიანი ყარაბაღიდან დაშორებულ არეალში, რაც  იშვიათად ხდება.   ევროკავშირმა, აშშ-მა და რუსეთმა მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს არაერთ, 13 ივლისს გავრცელებულ განცხადებებში.    


Latest News
Hashtags:   

სომხეთის

 | 

აზერბაიჯანის

 | 

ქვედანაყოფები

 | 

სროლას

 | 

განაგრძობდნენ

 | 

ივლისის

 | 

ღამის

 | 

განმავლობაში

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources