Friday 7 August 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 24 days ago

პროკურატურა მზადა შაქარაშვილის საქმეზე ომბუდსმენთან ითანამშრომლოს

საქართველო მთავარი პროკურატურა მზადაა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სახალხო დამცველთან ითანამშრომლოს. ინფორმაცია უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურის წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია სახალხო დამცველის აპარატთან. ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს მიეცემათ საშუალება გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს , - ვკითხულობთ განცხადებაში. სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ის ერთვება შაქარაშვილის საქმის გამოძიებაში. აპარატი საქმეს ზედამხედველობას გაუწევს. ოჯახი მხარს უჭერს გამოძიების მიმდინარეობაზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით სახალხო დამცველის ჩართულობას , - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში. შაქარაშვილის საქმის დეტალები 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მას სიცოცხლეში არაერთი დაზიანება აქვს მიყენებული, მისი გარდაცვალება კი ასფიქსიამ გამოიწვია, რომელიც წყალში დახრჩობით მოხდა. ამ საქმესთან შემხებლობაში დაკავებულია 17 პირი, თუმცა შაქარაშვილის მკვლელობის ნაწილზე ბრალი არცერთ მათგანს არ აქვს წაყენებული.


Latest News
Hashtags:   

პროკურატურა

 | 

მზადა

 | 

შაქარაშვილის

 | 

საქმეზე

 | 

ომბუდსმენთან

 | 

ითანამშრომლოს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources