Friday 7 August 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 24 days ago

ცოტნე გამსახურდია მკურნალობას გერმანიაში აგრძელებს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია მკურნალობას გერმანიაში აგრძელებს. მისი ცოლი, ანა ჯაბაური რადიო თავისუფლებას უყვება, რომ კლინიკა მათ გუშინ, 13 ივლისს შეიცვალეს. როგორც კი საჰაერო ფრენები გაიხსნა, დაიწყო მუშაობა ცოტნეს გადმოყვანაზე. ამ კლინიკაში მისი გადმოყვანა გვინდოდა 2-3 თვის წინ, სანამ კორონა დაიწყებოდა. მაშინ მოლაპარაკების დასრულებისთანავე დაიკეტა საზღვრები , - ამბობს ის. მისი თქმით, კლინიკა, რომელშიც ახლა გამსახურდია მკურნალობს ნეიროქირურგიული მიმართულებით ერთ-ერთ პირველ ადგილზეა გერმანიაშია. პირადად მე ასე იმედიანად არასდროს ვყოფილვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება , - ამბობს ჯაბაური. მისი მონაყოლის მიხედვით, გამსახურდიას ჯერ საუბარი და დამოუკიდებლად გადაადგილება არ დაუწყია, თუმცა ესმის ყველაფერი, რასაც ეუბნებიან და უკეთ ამოძრავებს კიდურებს: ახლა იკვლევენ ყველაფერს. ამბობენ, რომ ბევრად უკეთ იქნება მდგომარეობა . ცოტნე გამსახურდია თბილისში, გალის ქუჩაზე, 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. ის ამის შემდეგ კომაშიც იყო. სასამართლომ კვირას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს, ხოლო ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ერთი პირი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.


Latest News
Hashtags:   

ცოტნე

 | 

გამსახურდია

 | 

მკურნალობას

 | 

გერმანიაში

 | 

აგრძელებს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources